მთავარი » 2011»აგვისტო»9 » ქ,თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების დათვალიერება-ფესტივალი 2011
01.30.34
ქ,თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების დათვალიერება-ფესტივალი 2011
ხელოვნების სკოლებში სასწავლო–შემოქმედებითი პროცესის პოპულარიზაციის, წარმატებული მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოვლენისა და წახალისების მიზნით, ქ. თბილისის მერიის ინიციატივითა და პატრონაჟით 2010 წელს საფუძველი ჩაეყარა ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების დათვალიერება–ფესტივალს. მისი ორგანიზატორია ეროვნული მუსიკალური ცენტრი. 2010 წელს გამარჯვებული მოსწავლეები, პედაგოგები და ხელოვნების სკოლები საპატიო სიგელებით, პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით (3 გრან პრი, 25 საპრიზო ადგილი და 76 ნომინანტი) დააჯილდოვა ქ. თბილისის მერმა, ბატონმა გიგი უგულავამ. 2011 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისის მერიის 34 ხელოვნების სკოლა და 7600–მდე მოსწავლე. გამოვლინდა 7 გრან პრი, 105 საპრიზო ადგილი და 120 ნომინანტი.