მხიარული ათი დღე
დიდი ლოდინის შემდეგ ჩამოვედით მანგლისში. მანამდე ვფიქრობდით თუ როგორი იქნებოდა ბანაკი, ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდით. დრო უსასრულოდ იწელებოდა... და აი დადგა სანატრელი დღე და ჩვენ უკვე მანგლისში ვართ.
მანგლისმა მოგვხიბლა თავისი ბუნებით... მასწავლებელმა დღის განრიგი გაგვაცნო. წინ მრავალსაათიანი, დატვირთული რეპეტიციები და აგრეთვე უამრავი გასართობი გველის.
ორ დღიანმა წვიმამ და სიცივემ ცოტა არ იყოს თავი მოგვაბეზრა, მაგრამ მაინც საინტერესოდ გადიოდა დრო.
მანგლისში ყოფნის დროს ორი მეგობრის დაბადების დღე ავღნიშნეთ, მასწავლებელმა იუბილარები დაასაჩუქრა.
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული ანსამბლმა ერთად ავღნიშნეთ - დილით "კონკათი” წავედით მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ. საღამოს კი ტყეში კოცონი დავანთეთ და მწვადები შევწვით. მეორე დღეს ყველანი გამურულები ვიყავით და ერთმანეთზე გვეცინებოდა.
მასწავლებელმა გადაწყვიტა არსენას გამოქვაბული ეჩვენებინა ჩვენთვის. გზა ძნელად გასავლელი აღმოჩნდა. ვნახეთ ის ადგილები სადაც იმალებოდა არსენა. - ტყეში, ერთ მიუვალ ადგილას, გამოქვაბულში ჰქონდა ბინა სადგომად.
გასაგრილებლად ალგეთს მივაშურეთ. ალგეთი ძალიან ლამაზი მდინარეა, იგი ორ მთას შუა მოჩქებს და ახმაურებს ირგვლივ არემარეს.
ჩვენი ბანაკში ყოფნის ბოლო დღე "ოცნების ტბაზე” ყოფნით გავილამაზეთ. ირგვლივ ულამაზესი ხედია და ჩვენ კმაყოფილები დავრჩით ასეთი ლამაზი სანახაობის ნახვით.
ამ დღეს ძალიან სასაცილო და მხიარული დასასრული ჰქონდა – გია მასწავლებელმა "გაგვპასტა”!!!
და ბოლოს,... ბანაკში გატარებულ დღეებს შეიძლება ასე ვუწოდოთ: "მხიარული 10 დღე”.
ეს დღეები საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და იმედი გვაქვს რომ მომავალშიც ასეთი ლამაზი დღეებით იქნება მდიდარი ჩვენი საზაფხულო არდადეგები.
მარი კაპანაძე