ხუთშაბათი, 25.04.2024, 13.57.28
მოგესალმები სტუმარი | RSS
ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "ეგრისი"
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 5 » მანგლისი 2010
01.11.09
მანგლისი 2010
                                                       მხიარული ათი დღე

დიდი ლოდინის შემდეგ ჩამოვედით მანგლისში. მანამდე ვფიქრობდით თუ როგორი იქნებოდა ბანაკი, ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდით. დრო უსასრულოდ იწელებოდა... და აი დადგა სანატრელი დღე და ჩვენ უკვე მანგლისში ვართ.
მანგლისმა მოგვხიბლა თავისი ბუნებით... მასწავლებელმა დღის განრიგი გაგვაცნო. წინ მრავალსაათიანი, დატვირთული რეპეტიციები და აგრეთვე უამრავი გასართობი გველის.
ორ დღიანმა წვიმამ და სიცივემ ცოტა არ იყოს თავი მოგვაბეზრა, მაგრამ მაინც საინტერესოდ გადიოდა დრო.
მანგლისში ყოფნის დროს ორი მეგობრის დაბადების დღე ავღნიშნეთ, მასწავლებელმა იუბილარები დაასაჩუქრა.
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული ანსამბლმა ერთად ავღნიშნეთ - დილით "კონკათი” წავედით მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ. საღამოს კი ტყეში კოცონი დავანთეთ და მწვადები შევწვით. მეორე დღეს ყველანი გამურულები ვიყავით და ერთმანეთზე გვეცინებოდა.
მასწავლებელმა გადაწყვიტა არსენას გამოქვაბული ეჩვენებინა ჩვენთვის. გზა ძნელად გასავლელი აღმოჩნდა. ვნახეთ ის ადგილები სადაც იმალებოდა არსენა. - ტყეში, ერთ მიუვალ ადგილას, გამოქვაბულში ჰქონდა ბინა სადგომად.


გასაგრილებლად ალგეთს მივაშურეთ. ალგეთი ძალიან ლამაზი მდინარეა, იგი ორ მთას შუა მოჩქებს და ახმაურებს ირგვლივ არემარეს.
ჩვენი ბანაკში ყოფნის ბოლო დღე "ოცნების ტბაზე” ყოფნით გავილამაზეთ. ირგვლივ ულამაზესი ხედია და ჩვენ კმაყოფილები დავრჩით ასეთი ლამაზი სანახაობის ნახვით.
ამ დღეს ძალიან სასაცილო და მხიარული დასასრული ჰქონდა – გია მასწავლებელმა "გაგვპასტა”!!!



და ბოლოს,... ბანაკში გატარებულ დღეებს შეიძლება ასე ვუწოდოთ: "მხიარული 10 დღე”.
ეს დღეები საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და იმედი გვაქვს რომ მომავალშიც ასეთი ლამაზი დღეებით იქნება მდიდარი ჩვენი საზაფხულო არდადეგები.

მარი კაპანაძე

კატეგორია: სტუდია | ნანახია: 3954 | დაამატა: egrisidc | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
avatar
0
3 ana-mariami • 20.07.45, 01.09.2011
magari iyo manglisi kide mindaaaaaaaaaaaaaaaaaa
avatar
0
2 marikuna • 18.46.23, 22.03.2011
მაგარი იყოოოო biggrin :D biggrin :D biggrin :D biggrin :D biggrin
avatar
1
1 giorgi • 20.58.03, 24.11.2010
მეც მინდოდა მანგლისში წამოსვლა მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ გამომიშვეს, არ ვიცი რატომ, ალბათ მომავალში წამოვალ. სანდროც არ ყოფილა. მეცინება ბაჩანა ხეზე როგორ დახტოდა, მასზე მაგრად საბა ხტუნაობდა. იმედია მეც წამოვალ მომავალში და კარგი დღეები მექნება.გია მასწავლებელი მხიარული მასწავლებელია და ძალიან მიყვარს ცეკვა ამიტომ მეც შემოვედი და ორი წელია რაც დავდივარ .კაი იყო მანგლისში?
ComForm">
avatar
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
ეგრისი [3]
განყოფილება განკუთვნილია ეგრისის წევრთათვის
სტუდია [2]
განყოფილება განკუთვნილია სტუდიის წევრთათვის
ეგრისი 2 [1]
განყოფილება განკუთვნილია ეგრისი 2-ის წევრთათვის.
მოყვარულები [0]
განყოფილება განკუთვნილია მოყვარულთათვის.

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
გთხოვთ შეაფასოთ საიტი
სულ პასუხები: 171

სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


საიტის მეგობრები
  • 26 ხელოვნების სკოლა

  • კალენდარი
    «  სექტემბერი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930

    ჩანაწერების არქივი

    ამინდი

    ტეგები


    Copyright EGRISI © 2024
    Website builder - uCoz